LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი პაციენტებიდან ორს მძიმე პნევმონია აქვს – მარინა ეზუგბაია

127
Capture

“კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან, 5 პაციენტი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მდგომარეობის სტაბილიზაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

“მათი წყაროები ცნობილია. ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში 28 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და აქედან 5 იყო დადებითი, სამ პაციენტთან გაურკვეველი პასუხია, რაც განმეორებით მოითხოვს ტესტირებას და დღის განმავლობაში ალბათ გაირკვევა. ამ ეტაპზე ჩვენთან 38 პაციენტი წევს, გაწერილი გვყავს 29 პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს”, – აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ 4 მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ახალი პაციენტებიდან კი ორს მძიმე პნევმონია აქვს.

“4 მძიმე პაციენტი გვყავდა, რომელთა მდგომარეობის სტაბილიზაცია შესაძლებელი გახდა. გუშინ შემოსული პაციენტებიდან ორს მძიმე პნევმონია აქვს, 22 პაციენტს კი საშუალო სიმძიმის. თუმცა  ყოველთვის ვამბობს, რომ შესაძლოა პროგრესირება მოხდეს და ნებისმიერ დროს დამძიმდეს. ვიმედოვნებთ, რომ ასე არ მოხდება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი, ხოლო 2 გარდაიცვალა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5056 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 386.

ასევე იხილეთ:

ქუთაისის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

დინამიკა მაძლევს განცდას, რომ შესაძლებელია საქართველომ პიკი უფრო ადვილად გადაიტანოს, ვიდრე სხვა ქვეყნებმა – ალექსანდრე გოგინავა

ქვეყანაში 2 გემით 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები