LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამიკა მაძლევს განცდას, რომ შესაძლებელია საქართველომ პიკი უფრო ადვილად გადაიტანოს, ვიდრე სხვა ქვეყნებმა – ალექსანდრე გოგინავა

695
BeFunky-collage (5)

“ეს დინამიკა მაძლევს ისეთ განცდას, რომ შესაძლებელია ჩვენთან პიკი არ იყოს ისეთი მაღალი, როგორც სხვა ქვეყნებში და საქართველომ ბევრად უფრო იოლად გადაიტანოს პანდემია,“- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

“როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები აპრილის დასაწყისიდან დაიწყებოდა. ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ეს ტენდენცია შეიმჩნევა, თუმცა დინამიკა, რაც ახლა გვაქვს, საკმაოდ დამაკმაყოფილებელია და განიხილება, როგორც კარგი სცენარი” – აღნიშნა ინფექციონისტმა.

თუ აპრილის ბოლომდე ჩვენი დინამიკა 600 -700 შემთხვევას არ ასცდება, ეს იქნება იდეალური – ბიძინა კულუმბეგოვი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანას აქვს რესურსი, 3500-მდე მძიმე და საშუალო სირთულის კოვიდინფიცირებული პაციენტი მართოს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 400-500-ით გაიზრდება პროცესი უკონტროლო და რთული სამართავი გახდება. მისი თქმით, მთავრობას ამის დაშვება არ უნდა.

ყველაზე მეტად გვეშინია, არ იყოს 400 პაციენტი დღეში, პროცესი უკონტროლო გახდება – ჯანდაცვის მინისტრი

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გუშინ 174-მდე გაიზარდა. ახალ ინფიცირებულთაგან სამის წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება, ხოლო ერთის სომხეთიდან ჩამოსულ პირს.

საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი განიკურნა. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g