LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ აპრილის ბოლომდე ჩვენი დინამიკა 600 -700 შემთხვევას არ ასცდება, ეს იქნება იდეალური – ბიძინა კულუმბეგოვი

234
BeFunky-collage (4)

თუ ჩვენი დინამიკა 600 -700 შემთხვევას არ ასცდება აპრილის ბოლომდე, ეს იქნება იდეალური, – ამის შესახებ ექიმმა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი აცხადებს, ქვეყანაში მძიმე შემთხვევების რიცხვი მაღალი არ არის და თუ ამ დინამიკას მაისის დასაწყისამდე შევინარჩუნებთ, იდეალური იქნება.

„ჩვენი ტიპის ქვეყნებში – ლიეტუა, ლატვია, ესტონეთი, 15 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა. ჩვენთან იყო 26-ში, ანუ 10 დღის მერე. დღეს ისინი არიან იქ, სადაც არიან – დაახლოებით 500-დან 700 შემთხვევამდე. თქვენ იცით, ჩვენი მეზობლების ისტორიაც დაახლოებით ასეთია. ამიტომ, ჩვენ თუ პირველი დაავადების აღმოჩენიდან, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან დაახლოებით თვე-ნახევარში, აპრილის ბოლომდე გვექნება 600-700 შემთხვევა, მე ვამბობ, ვთქვათ, იმ ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს იქნება ტრაექტორიის ის კარგი მრუდი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთოს.

ყველაზე მეტად გვეშინია, არ იყოს 400 პაციენტი დღეში, პროცესი უკონტროლო გახდება – ჯანდაცვის მინისტრი

დასაწყისში ვთქვი, რომ კვლევა, რომელსაც 6000 ექიმი პასუხობს, ევროპის, ამერიკის და თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნები ამბობენ, რომ პიკი შეიძლება მიიღწეს იმ ქვეყნებშიც კი, სადაც შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალია, უდიდესი ნაწილი მედიკოსების ამბობს – 6-8 კვირის შემდგომ, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინი და არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ორ კვირაში აქ ეს დაავადება დამთავრდება… 6-8 კვირა დაახლოებით ითვლება კრიტიკული პერიოდის დაწყებიდან. ანუ ჩვენ ახლა სადაც ვართ, იქედან უნდა ვიგულისხმოთ.

საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევების რიცხვი არ არის ძალიან მაღალი, ეს არის 4-5%, შეიძლება 6% და ჩვენი დინამიკაც არის თანხვედრაში მსოფლიო სტატისტიკასთან. თუ ჩვენ ამ დინამიკას შევინარჩუნებთ და 600-700-ს არ ასცდება აპრილის ბოლომდე, მაისის დასაწყისამდე, ეს იქნება იდეალური შემთხვევა, რითაც ჩვენ ძალიან მინიმალური დანაკარგებით დავასრულებთ“.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გუშინ 174-მდე გაიზარდა. ახალ ინფიცირებულთაგან სამის წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება, ხოლო ერთის სომხეთიდან ჩამოსულ პირს.

საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი განიკურნა. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g