LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სამუშაო ადგილები და ინვესტიციები: რა შედეგები ექნება ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობას

79

ეს არის მნიშვნელოვანი ახალი კარი, რომელიც გაიღო საქართველოს საექსპორტო პოტენციალისა და ექსოპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მიმართულებით და საქართველო თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც მას ისტორიულად გააჩნდა,–ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დოკუმენტი იძლევა შესაძლებობას  გაიზარდოს ინვესტიციები  საქართველოში და ქართული პროდუქცია მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე გავიდეს.

კვირიკაშვილის განცხადებით, ამ დოკუმენტის გაფორმება უმნიშვნელოვანესი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების გასავითარებლად.

„ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გვაქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც საქართველოს ხდის მიმზიდველ  ქვეყნად ჩინეთიდან ინვესტიციებისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა იქნება უმნიშვნელოვანესი ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განსავითარებლად, რაც საქართველოსთვის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ღია ასეთი ტიპის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადაგმული ნაბიჯი და მინდა  მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ხელშეკრულების მომზადებაში,“–განაცდა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

პოპულალურები