LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალქალაქში, საზაფხულო საძოვრებიდან 63 სული საქონელი მოიპარეს

137

ახალქალაქში, სოფელ სულდაში გუშინ საზაფხულო საძოვრებიდან 63 სული საქონელი მოიპარეს. დამნაშავის პოვნის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა და გზა გადაკეტა.

აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ საქონელი თურქეთის საზღვარზე გადაიყვანეს. ადგილობრივები საქართველო-თურქეთის საზღვართან კონტროლის გამკაცრებასაც ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ  ეს საქონლის მოპარვის პირველი შემთხვევა არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ყაჩაღობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები