LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ნარკომან ადამიანს, რომელსაც ჯიბეები გამოტენილი აქვს, ოჯახში შემოუშვებ?! – დეკანოზი ფილიპე სახალხო დამცველს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ უშვებს

107
დეკანოზი ფილიპე

ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი, დეკანოზი ფილიპე, ნინო ლომჯარიას მსოფლმხედველობას აკრიტიკებს და მას ნარკომან ადამიანს ადარებს. დეკანოზი ამბობს, რომ ბავშვთა პანსიონატში სახალხო დამცველს შესამოწმებლად სწორედ ამიტომ არ შეუშვებს.

ამის შესახებ სასულიერო პირმა ახალციხის „მეცხრე არხთან” საუბრისას აღნიშნა და თქვა, რომ პედაგოგების ერთი ნაწილი ბავშვების მიმართ მკაცრ მიდგომას ნამდვილად იყენებს, თუმცა, ასეთ მასწავლებლებს დეკანოზის თქმით, პანსიონატიდან უშვებენ.

“ქალი, რომელსაც ქალისა და კაცის ცნება აქვს დაკარგული, ასეთი ადამიანი ძალიან საშიშია პანსიონატში შევიდეს. ბავშვებმა კარგად იციან, რა მსოფლმხედველობის არის ეს ქალი. მასთან დალაპარაკებას მეუფე არ დაუშვებს, რომელიც მათ სულებზე პასუხისმგებელია. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ახლა ნარკომან ადამიანს, რომელსაც ჯიბეები გამოტენილი აქვს, სახლში, ოჯახში შემოუშვებ?! არ შემოუშვებ, რადგან საშიშია”- განაცხადა დეკანოზმა ფილიპემ.

57 არასრულწლოვანის მდგომარეობის შესამოწმებლად მეუფე სპირიდონი თავშესაფრის ტერიტორიაზე არავის უშვებს.

პოპულარულები