“ახლა არ არის პიარის და ქულების დაწერის დრო,” – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ ადგილობრივი მოსახლeობისთვის პირბადეების დარიგებას.
ზუგდიდში დღეს პირბადეების რიგში, ბევრმა ადამიანმა მოიყარა ერთად თავი. პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ამ ქმედებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა.
ფოტო ზუგდიდიდან, სადაც უამრავი ხალხი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილი პირბადეების მისაღებად შეიკრიბა
ლიკა ზარანდია სოცქსელში ავრცელებს ფოტოს
“ხომ შეიძლებოდა ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც ერთ, ორ ადამიანს. არ გამოიწვიონ მოსახლეობის შეკრება. ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორანავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.