LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალენ დელონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

480
6bb6826f089cfb1bd626eb436f85

მსოფლიო კინომატოგრაფიის ლეგენდა, ფრანგი კინოვარსკვლავი ალენ დელონი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც გამოცემა bfmtv წერს, 83 წლის მსახიობს  გულის არითმია აწუხებს, რაც თავბრუსხვევას და თავის ტკივილს იწვევს.

მათივე ცნობით, ალენ დელონი საფრანგეთში ნეი-სიურ-სენის ჰოსპიტალში იმყოფება.

ალენ დელონი წელს კანის კინოფესტივალის მთავარი გმირია. მსახიობს კანის 72-ე კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტო სწორედ კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის გადასცეს.

კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები