LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალენი ფეროუს წინააღმდეგ“ – HBO-ს სკანდალური სერიალი ვუდი ალენის შესახებ

408
wudialen29040

HBO-ს ახალმა დოკუმენტურმა სერიალმა „ალენი ფეროუს წინააღმდეგ“, რომელიც რეჟისორმა დიკ კირბიმ დადგა პროდიუსერთან ემი ზირინგ კოფმანთან ერთად, ვუდი ალენის და მია ფეროუს მრავალწლიან ომზე მოუთხრო მაყურებელს, რომელიც დიდი ხანია ადანაშაულებს მეუღლეს ნაშვილებ ქალიშვილზე დილან ფეროუზე ძალადობაში.

პრეისტორია 

დოკუმენტურ ფილმი მია ფეროუს ქალიშვილის დილან ფეროუს ისტორიის მიხედვით დაიდგა, რომელიც ვუდი ალენმა 1991 წელს იშვილა. მია ფეროუს მტკიცებით, პირველად ალენმა 7 წლის ასაკში შეიტყუა დილანი მანსარდაზე, სადაც თავისი ამორალური ქცევით მიაყენა სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა და წლების მანძილზე გააგრძელა მასზე ძალადობა. 4-ნაწილიან ფილმს დილანის, მიას და ფეროუების მრავალრიცხოვანი კლანის (საერთო ჯამში ფეროუს 15 ბიოლოგიური და ნაშვილები შვილი ჰყავს) მოგონებები დაედო საფუძვლად.

სავარაუდო ძალადობაზე ფეროუმ ჯერ კიდევ 1992 წელს განაცხადა, როცა ალენის ბინაში კიდევ ერთი ნაშვილები გოგონას, ჩინელი სუნ პრევინის გულახდილი ფოტოები იპოვა და ალენთან მისი რომანის შესახებ გაიგო. ალენისა და ფეროუს სკანდალურ დაშორებას და შვილებზე მეურვეობის მოსაპოვებლად გამართულ სასამართლო პროცესზე (რომელიც ალენმა წააგო), დიდხანს საუბრობდა პრესა. თუმცა, სასამართლომ არ განიხილა სექსუალური ძალადობის ბრალდება, რადგან ჩათვალა, რომ ამგვარი პროცესი ბევრად სერიოზულ ტრავმას მიაყენებდა არასრულწლოვან დილანს.

სერიალი 

მსგავსი შინაარსის დოკუმენტური ფილმებისგან განსხვავებით HBO-ს პროექტი არც დინამიურობით ხასიათდება, არც გამოძიების ინტრიგით. „ალენი ფეროუს წინააღმდეგ“ მხოლოდ თანამიმდევრული თხრობაა უკვე მომხდარის, მოთხრობილის, ნათქვამის და გამოქვეყნებულის, თუმცა სასამართლო საქმის მოძიებაზე, საარქივო მასალის შეგროვებასა და ოჯახური ალბომების შესწავლაზე კირბიმ მთელი 3 წელი დახარჯა. ფილმში შევიდა უკვე ზრდასრული დილანის, მისი ძიძას, მია ფეროუს და ოჯახის მეგობრების მოგონებები,  ალენის კომენტარების ნაცვლად კი, რეჟისორმა აუდიოწიგნად ჩაწერილი მემუარები  გამოიყენა, რომელიც ერთგვარ ფონად და გარკვეულწილად პასუხად იქცა ოპონენტების ბრალდებებზე. ამასთანავე, ფილმში ხაზგასმულია ალენის გავლენა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების უნარი, როცა ნებისმიერი პუბლიკაციის დაბლოკვის და დამოუკიდებელი ექსპერტების დაქირავების უფლებას აძლევდა საკუთარ თავს სასურველი შეფასების მისაღებად.

შეფასება 

არაერთგვაროვანი აღმოჩნდა კრიტიკოსების შეფასებაც. ნაწილმა ფილმის ავტორები ფაქტების უგულებელყოფას და მიკერძოებაში დაადანაშაულა, რადგან მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია გააცნო მაყურებელს, ნაწილმა კი, სერიალი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „პატივისცემას, რომლითაც ალენი ბოლო წლების მანძილზე ტკბება, ერთიანად გადაუსვამს ხაზს დიკ კირბისა და ემი ზირინგ კოფმანის დამოუკიდებელი ფილმი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g