მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ გუშინ საზოგადოებას თავისი რჩეულის ვინაობა გაუმხილა და გამოაქვეყნა ფოტოები დავით კოდუსთან ერთად, რომლისგანაც შვილს ელოდება.
ალექსანდრა პაიჭაძის რჩეული დათო კოდუაა – “მისტერ და მისის კოდუები”
აღნიშნულ პოსტს არაერთი გამოხმაურება მოყვა, რომელთა ნაწილსაც ალექსანდრე პაიჭაძემ მოგვიანებით, ცალკე პოსტი მიუძღვნა სოციალურ ქსელში:
“დღეს თქვენი, ბოღმისგან გათავისუფლების პროცედურა მე ავიღე ჩემ თავზე… მოგეშვათ? ჩემი აზრით, ნელნელა რომ უნდა გავქრეთ ის ერი ვართ. რამდენი დავრჩით?
დედამიწას ვამძიმებთ ეს ორი კინკილა… არადა მაღალ სიხშირეზე გადავიდა და ნათელი მომავალი აქვს წინ პლანეტას. ოღონდ პარაზიტების გარეშე.
პ.ს. თითოეული ჩემი პოსტი სოციალური ექსპერიმენტია… ვწუხვარ, არც არჩევნები გვიშველის და არც არაფერი”,- დაწერა ალექსანდრე პაიჭაძემ.
დათო კოდუა და ალექსანდრა პაიჭაძე შვილს უახლოეს დღეებში ელოდებიან.