ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის, წლინახევრის ალექსის ჯანმრთელობის შესახებ უახლესი ინფორმაცია ხდება ცნობილი.

როგორც ალექსის დედა სოციალურ ქსელში წერს, მისი შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

„ჩვენ ვიცინით, იმიტომ კი არა რომ ბედნიერები ვართ, ჩვენ ბედნიერები ვართ იმიტომ, რომ ვიცინით” (უილიამ ჯეიმსი) დღეს ალექსი 1,5 თვის გახდა, სახლში გაგვწერეს რამდენიმე დღით.

მე-5 სხივური თერაპია ჩაუტარდა საერთო ანესტეზიით. 3 ურთულესი კვირა ვიწექით კლინიკაში გაუსვლელად, რადგან მოხდა რეციდივი და სიმსივნემ ახლიდან დაიწყო ზრდა ღვიძლში.

3 კვირა ყოველი დღე ჰქონდა მაღალი სიცხეები და ტკივილები, განუწყვეტლივ ედგა ანტიბიოტიკები, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებლები, ასე რთულად ალექსი ჯერ არ ყოფილა.

ამ დაავადების მკურნალობის პროტოკოლი ჯერ არ არსებობს და არც ექიმებმა იციან რა იქნება.

გადაწყვეტილებების მიღება და ვცხოვრობთ მხოლოდ დღევანდელი დღის გეგმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ორგანიზმის გამძლეობაზე და რესურსებზე.

სასწრაფო დახმარებისა და განგაშის ფონზე, სადაც ყოველი გასული საათი ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა, მივიღეთ საექსპერიმენტო გადაწყვეტილება გაგვეკეთებინა სხივური თერაპია ახალი აპარატით.

ეს ბავშვებზე გამოცდილი არ იყო. ამან კარგი შედეგი გამოიღო და სიმსივნის რაღაც ნაწილი შეამცირა უკუჩვენებების გარეშე.

ასევე ჩაუტარდა ქიმიოთერაპია განსხვავებული წამლებით.

ახლა ალექსი უკეთესად არის, ანალიზებიც კარგი აქვს შედარებით, სულ აღარ წევს და ენერგიაც მოემატა, 3 ყველაზე ჯოჯოხეთური და ქაოსური კვირა გავიდა და გამოვედით გარეთ, სახლში, არც გვჯერა.

ახლა მთავარია შანსი ხელიდან არ გავუშვათ და თუ სიმსივნე ისევ დაპატარავდა, რაც გამოჩნდება ტომოგრაფიაზე 10 ივნისს, სასწრაფოდ გაუკეთონ ოპერაცია, ან გადანერგვა იმიტომ, რომ “ბრძოლას წესების გარეშეც” აქვს რაღაც წესები, რაც უნდა დავიცვათ, რომ გადავრჩეთ“, – წერს ალექსის დედა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები