LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალერგიული რეაქცია არ ნიშნავს რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ცუდია: მარიამ გეგუჩაძე

2778
Mariam-Geguchadze

“ალერგიული რეაქცია არ ნიშნავს რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ცუდია,” – სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე Facebook-ზე “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიერ გამოწვეულ ანაფილაქსიურ შოკზე წერს და ამბობს ალერგიული რეაქცია ადამიანს შეიძლება ბევრ პროდუქტზე განუვითარდეს.

ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა – გამყრელიძე ახალციხეში მომხდარ ფაქტზე

მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მოვალეობაა საზოგადოებას ვაქცინის გვერდით ეფექტებზე სრული ინფორმაცია მიაწოდოს, რათა ადამიანებმა იცოდნენ როგორ გაუმკლავდნენ ვაქცინის გვერდით მოვლენებს.

“ძალიან ალერგიული ვარ. ძაღლებზე, გარკვეულ ბალახზე, საკვებზეც, აცრებზეც მქონია ალერგიული რეაქცია. ასევე ყველანაირ საღებავზე რაც არსებობს, თუ ვცივდები და ვსუსტდები, ალერგიული შეტევა მემართება, კვინკე, შეშუპება, მჭირდება გადასხმები და აღარ გავაგრძელებ.

ეს ყველაფერი არ მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს რომ აცრა ცუდია, ან ძაღლები არიან ცუდები, ან თმების შეღებვაა ცუდი და არ უნდა შევიღებოთ, ჭაღარა თუ გვაქვს ( მე ვერ ვიღებავ)

ჩემი პირადი მაგალითით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი რეაქციები არის ჩემი ორგანიზმიდან გამომდინარე რომელიც უცნაურად რეაგირებს ხშირად, ძალიან კარგ მედიკამენტებზე/საჭმელებზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე.

ანუ, ალერგიული რეაქცია არ ნიშნავს რომ ასტრაზენეკა ცუდია. ჯანდაცვის სამინისტროს მოვალეობაა, რომ გაავრცელოს ინფორმაცია, ყველა გვერდით ეფექტზე. გაგვაგებინოს რა გვერდითი ეფექტები აქვს და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ადამიანები რომლებსაც დიდი შანსია რომ განგვივითარდეს ისინი,” – წერს მარიამ გეგუჩაძე.

ანაფილაქსიური შოკი შესაძლებელია გამოიწვიოს არამხოლოდ წამალმა ან ვაქცინამ, არამედ უწყინარმა საკვებმა ან სასმელმა – ანი ქავთარაძე

“ანაფილაქსიური შოკით, კოვიდის ვაქცინით აცრილი, არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა” – ნანა გეგეჭკორი

“ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები “ფაიზერს” და სხვა ვაქცინებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე “ასტრაზენეკას” – რას წერს სამეცნიერო ჟურნალისტი

“ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას” – ზურაბ გურული