LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები “ფაიზერს” და სხვა ვაქცინებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე “ასტრაზენეკას” – რას წერს სამეცნიერო ჟურნალისტი

261
67396454-1154453554761759-7347203474397855744-o

სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლის­ტი ზაზა დო­ბორჯგი­ნი­ძე წერს, რომ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის შემ­თხვე­ვე­ბი “ფა­ი­ზერს” და სხვა ვაქ­ცი­ნებს უფრო მა­ღა­ლი აქვთ, ვიდ­რე “ას­ტრა­ზე­ნე­კას”. დობორჯგინიძე ასევე აღნიშნავს, რომ ანა­ფი­ლაქ­სია შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნე­ბის­მი­ერ წა­მალ­ზე და ეს არ არის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი.

“ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას” – ზურაბ გურული

“მე­ეჭ­ვე­ბა ამის ახ­სნას რამე აზრი ჰქონ­დეს, მაგ­რამ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მიერ ას­ტრა­ზე­ნე­კას შე­ჩე­რე­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს გარ­თუ­ლე­ბის იმ ფორ­მას­თან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ექთანს გა­ნუ­ვი­თარ­და. ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის შემ­თხვე­ვე­ბი პფა­ი­ზერს და სხვა ვაქ­ცი­ნებს აქვს უფრო მა­ღა­ლი, ვიდ­რე ას­ტრა­ზე­ნე­კას.

7 თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ანა­ფი­ლაქ­სია გა­ნუ­ვი­თარ­და 60 პა­ცი­ენტს 5 მი­ლი­ო­ნი ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი აც­რი­ლი­დან, ხოლო პფა­ი­ზე­რით აც­რი­ლებ­ში 150-ს 7.5 მი­ლი­ო­ნი აც­რი­ლი­დან. ანა­ფი­ლაქ­სია შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნე­ბის­მი­ერ წა­მალ­ზე და ვაქ­ცი­ნა­ზე, ეს არ არის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი!” – წერს ზაზა დო­ბორჯგი­ნი­ძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები