LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალერგიული რეაქცია, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ცუდია ან უნდა შეჩერდეს ან რაიმე გამოძიებას საჭიროებს! – ექიმი თამარ ჟამურაშვილი

100
BeFunky-collage

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, ახალციხეში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და ვრლცად წერს ანაფილაქსიურ რეაქციაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ახალციხის “იმედის კლინიკაში” 27 წლის ექთანს ვაქცინაციის შემდგომ განუვითარდა.

თამარ ჟამურაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“თუ არსებობს წარღვნა სოციალურ ქსელში, სწორედ ეს ხდება ქართულ სივრცეში დღესდღეობით…
პირველ რიგში ჩემი თანადგომა პაციენტს და მის ოჯახს! იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დამთავრდება!!!
თუმცა…
კოლეგებო, მეგობრობო, ნაცნობებო და უცნობებო მოდით ერთად გავაანალიზოთ.
დავიწყებ ერთი მარტივი კითხვით:
პენიცილინი ხომ არ ამოგვეღო ხმარებიდან? რომელი ფიქრობთ მის გვერდით ეფექტებზე დანიშვნის ან მიღების დროს და ყოველდღიურად რა რაოდენობით ინიშნება ეს მედიკამენტი?
პენიცილინი არის ანტიბიოტიკი, რომელმაც არც მეტი არც ნაკლები მსოფლიო იხსნა! თუმცა ზოგიერთი კვლევებით 6,8%-ში მძიმე ალერგიულ რეაქციას იწვევს! უფრო მარტივი ენით დავწერ. 100 პაციენტიდან 6-7 პაციენტს ანაფილაქსიური რეაქცია უვითარდებაა და ასტრა ზენეკას ვაქცინის შემთხვევაში კი 121 000 აცრილიდან ერთს ემართება მძიმე ალერგიული რეაქცია ანუ 0,0008%-ია რისკი პენიცილინის 6,8%-ისგან განსხვავებით!
‼ ალერგიული რეაქცია, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ცუდია ან უნდა შეჩერდეს ან რაიმე გამოძიებას საჭიროებს! გამოძიება ტარდება ისეთ გართულებებზე, რომლებიც ჯერ აღწერილი არ არის. ალერგიის შემთხვევაში კი ეს აბსურდია. არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც ალერგიული რეაქცია არ ახასიათებს. უბრალოდ ზოგი ამ კონკრეტულ მედიკამენტზეა მგრძნობიარე, ზოგი სხვაზე და ზოგიც არც ერთზე.
‼ გაცილებით მნიშვნელოვანია ექიმებს შორის (და არა სოც-ქსელში!!) მოხდეს ამ კონკრეტული შემთხვევის გაანალიზება და იმის დადგენა თუ რამდენად მომზადებულია ვაქცინაციის ცენტრები ასეთი გართულებისთვის? რამდენად დატრენინგებულები არიან კოლეგები? რამდენად სწრაფი იყო რეაქცია და რა მკურნალობა ჩატარდა კონკრეტულად? უიშვიათესად არსებობს რეფრაქტერული შოკი, რომლის დროსაც, რაც არ უნდა სწრაფი და ადექვატური რეაქცია ჰქონდეს ექიმს, მაინც ვერ ხერხდება პაციენტის გამოყვანა. ეს იქნებოდა ის ჯანსაღი რეაქცია, რომელიც ამ ფაქტს სამედიცინო საზოგადოების მხრიდან უნდა მოჰყოლოდა და არა ის ქაოსი, რაც სინამდვილეში ხდება.
‼ ანტივაქსერები ყველა ქვეყანაშია, მაგრამ საქართველოში თუ 20%-ზე მეტი იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა და თუ მათ შორის ერთი ექიმი მაინც აღმოჩნდებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი!
‼ დარწმუნებული ვარ, არც ერთ ექიმს ეჭვი არ ეპარება იმ ფაქტში, რომ პანდემიის დამთავრება მოსახლეობის 80%-ის იმუნიზაციის გარეშე შეუძლებელია!
‼ დარწმუნებული ვარ, არც ერთ ექიმს ეჭვი არ ეპარება იმ ფაქტში, რომ SAS-CoV-2-ის მიერ მოტანილი მსხვერპლის შედარება ვაქცინაციის გვერდით ეფექტებთან უბრალოდ შეუძლებელია!
თუმცა არსებობს ბევრი გაუცემელი კითხვა და გაცრუებული იმედები.
მაგალითად:
✅ ზაფხულის ბოლოს გვარწმუნებდნენ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებდა ვაქცინას!
‼ რაც, ცხადია, არ მოხადა.
✅ სამედიცინო პერსონალისთვის ფაიზერის ვაქცინა უნდა შემოსულიყო.
‼არც ეს მოხდა.
✅ ისრაელში თუ ქვეყნის პირველი პირები პირველები აიცრნენ და ხალხს მაგალითი უჩვენეს, ჩვენთან, უნდა ვაღიაროთ და ყველაზე ადექვატური რეაქცია პრეზიდენტს ჰქონდა. დანარჩენები სადღაც გაუჩინარდნენ.
‼ რატომ? ესეც ყველამ ვიცით, პფაიზერის ვაქცინას ელოდებიან!
‼ ეს და კომუნიკაციის ბევრი სხვა „ლაფსუსი“ იწვევს ექიმების იმ აგრესიას, რასაც დღეს ვაწყდებით. ექიმების აგრესიული რეაქცია და სოციალურ ქსელში ასეთი ქაოსური აქტივობა კი ისედაც დაბნეულ ხალხს უარესად აბნევს და იმათაც კი, ვინც ვაქცინაციის აუცილებლობაში დარწმუნებულები არიან, ვეღარ გადაუწყვეტიათ როგორ მოიქცნენ და გაოგნებულნი შემოგვყურებენ.
✅ შევაჯმოთ ფაქტები:
1. საქართველოში სწორედ ის ვაქცინა შემოვიდა, რომლითაც ევროპული ქვეყნების უმრავლესობა იცრება. ფაიზერის ვაქცინა ძალიან ცოტაა. ჩვენი კლინიკის მაგალითზე გეტყვით, მხოლოდ ერთი თვე გვეყო. მიუხედავად იმისა, რომ იმხელა მაცივრებია დამონტაჟებული იანვრის ბოლოდან ასტრა ზენეკას ვაქცინაზე ვართ გადასულები და ვვარაუდობთ, რომ ამ კვირაში განახლდება. შარიტე ბერლინის პირველი ვაქცინაციის ცენტრია და ეს დღეებია გაჩერებულები ვართ ვაქცინის უქონლობის გამო (ქაოსი მხოლოდ საქართველოში არ არის).
2. საქართველოში გვაქვს დღესდღეობით საუკეთესო ეპიდსიტუაცია! ობიექტურად! თუმცა გაზაფხულზე მე-3 ტალღაა მოსალოდნელი. გერმანიაში ლოკდაუნი ამის გამო ხანგრძლივდება და შეიძლება მთელი გაზაფხული არ მოიხსნას, რადგან ვაქცინაცია ისეთი ტემპით ვერ ხორციელდება, როგორც დაგეგმილი იყო. გავითვალისწინოთ, გერმანიის ეკონომიკა ლოკდაუნის შედეგად კვირაში 2,5 მილიარდ ევროს კარგავს!
3. ასტრაზენეკა, ფაიზერი და მოდერნა, სამივე ვაქცინა დღეს იმ მიზანს ასრულებს, რასაც ემსახურება. სამომავლოდ, რა თქმა უნდა ახალი ვაქცინები შეიქმნება. ამ რამდენიმე ვაქცინამ პანდემია უნდა დაასრულოს და ადამიანური ცხოვრება დაგვიბრუნოს.
4. გვერდითი ეფექტები ყველა, დღესდღეობით არსებული ვაცინის შემთხვევაში, მსგავსი ინტენსივობით და მსგავსი ხანგრძლივობით არის შესწავლილი.
5. ყველამ ვიცით, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, მაგრამ ვირუსი ძალიან სწრაფად მუტირებს. უკვე არსებობს 2 შტამი, რომლებზეც არსებული ვაქცინები არ მოქმედებან. თუ ეს შტამები გავრცელდა ან კიდევ უფრო მეტი მსგავსი მუტანტები გაჩნდა, რამდენიმე წელი გაგრძელდება ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ვირუსის მუტირების შეჩერების ერთადერთი გზა მისი გავრცელების შეჩერება ანუ ვაქცინაციაა! ამიტომ, სამწუხაროდ, ვერ მივცემთ თავს იმ ლუქსუსის საშუალებას, რომ თვეები და წლები დაველოდოთ პასუხებს.
‼ საქართველოში სწორედ ის ვაქცინა შემოვიდა, რომლითაც ევროპული ქვეყნების უმრავლესობა იცრება. სოციალურ ქსელში. დავიცვათ საკუთარი პაციენტები და საკუთარი თავი!
‼ კოლეგებო, ხალხს დახმარება სჭირდება!!
ექიმები კი იმედია იმ თანადგომას მივიღებთ, რომელიც ჩვენ გვჭირდება!
წარმატებები!!!”- წერს თამარ ჟამურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები