LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახის ექიმებს ტრენინგი და ინფორმირება სჭირდება და არა ფულადი დაინტერესება: თამარ ჟამურაშვილი

53
unnamed (2)

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.

ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული ინიციატივა “გაუაზრებელია”.

„არ ვიცი ვისი ინიციატივაა, მაგრამ აშკარად გაუაზრებელია, მსუბუქად რომ ვთქვათ!

პაციენტებს ექიმების რა ნდობაც შერჩენიათ, იმასაც ვართმევთ ასეთი მიდგომით ფაქტობრივად! გამოდის, ამიერიდან ყველა ექიმის რეკომენდაცია საეჭვოდ უნდა მიიჩნიონ და იფიქრონ რომ ფულის გამო ურჩევენ?! ისედაც ფიქრობს ზოგიერთი, რომ ვაქცინაციის პროპაგანდაში ფულს გვიხდიან და ანუ უნდა დაუდასტურდეთ ეს ტუტუცური აზრი?

ოჯახის ექიმებს ტრენინგი და ინფორმირება და არა ფულადი დაინტერესება სჭირდებათ. მე პირადად, როგორც ექიმი თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი ამ სასაცილო აქციაში რომ მოვიაზრებოდე!!“- წერს ჟამურაშვილი.

“იმუნიზაციის მარათონი” – რეგიონებში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა იწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები