LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ შემეძლო ეს ინფორმაცია არ გამეზიარებინა, ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას…” – რას წერს თამარ ჟამურაშვილი

26755
BeFunky-collage (2)

არ შემეძლო ეს ინფორმაცია არ გამეზიარებინა მათთვის, ვინც რეალურად აფასებს სიტუაციას და სჭირდება მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს. როგორც ჟამურაშვილი აღნიშნავს, ომიკრონი სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას.

“კაუნტდაუნი დაიწყო…

ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას… ‼ ეს ნიშნავს, 2022 წლის ბოლოს ყველა ცოცხალ ადამიანს ექნება იმუნიტეტი!

კატეგორია 1: ვაქცინირებული

კატეგორია 2ა: სრულად გამოჯანმრთელებული >>ვაქცინირებული (უმეტესწილად)

კატეგორია 2: ლონგ-კოვიდი, პოსტ-კოვიდი (ბედნიერია ვინც არ იცის ეს ორი მდგომარეობა რას ნიშნავს) >>არავაქცინირებული (უმეტესწილად)

კატეგორია 3: გარდაცვლილი >>არავაქცინირებული (უმეტესწილად) მილიარდობით ადამიანია უკვე აცრილი და არანაირი განსაკუთრებული გართულება mRNA ვაქცინების არ გამომჟღავნებულა. ასე რომ არც ერთი სერიოზული და მეცნიერულად გამართლებული არგუმენტი ვაქცინაციის წინააღმდეგ აღარ არსებობს!! მეცნიერება აქაც იმარჯვებს! მარცხდებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მეცნიერების წინააღმდეგ ილაშქრებენ, თავს იღუპავენ და სხვასაც ღუპავენ! ‼

მე-2ა კატეგორიაში მოხვედრა გაცილებით გაუადვილდებათ ვაქცინირებულებს. ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბარი უკვე უხერხულია და აღარც ვაპირებ. პოპულისტ ფანატიკოსებთან დღევანდელ დღეს დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის. პრობლემა ის არის, რომ სწორედ ეს კატეგორია გადაავსებს კლინიკებს და ჩამოშლის სამედიცინო სისტემას, რაც უკვე წლის დასაწყისში შეიძლება მოხდეს. ეს რეალური პროგნოზი და არა წინასწარმეტყველებაა! ‼ ამიტომ დღეს ბუსტერის აუცილებლობას მინდა ხაზი გავუსვა!!! ‼ mRNA-ვაქცინების მე-2 აცრიდან 15 კვირაში დაცვა მკვეთრად მცირდება, სწორედ ამიტომაც შემცირდა მე-2 აცრასა და ბუსტერს შორის ხანგრძლივობა 3 თვემდე. ‼

ყველას, ვინც 3 თვის წინ ხართ აცრილები, სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!! ‼ სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!! ‼ სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!! ‼ სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!! ‼ აუცილებელია ვაქცინაციის ცენტრების დახმარება და ვაქცინაციის დაჩქარება. ‼ პირველადი ჯანდაცვის რგოლი კიდევ ერთხელ საჭიროებს დახმარებას!! ‼

ნუ დააკავებთ საწოლებს კლინიკებში პაციენტებით, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ! ‼ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება და ამისთვის მომზადებაა საჭირო!! გისურვებთ ჯანმრთელობას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას!!! თქვენი ჯანმრთელობა თქვენ ხელთაა, ნაწილობრივ მაინც!!”,- წერს თამარ ჟამურაშვილი.

საქართველოში “ომიკრონის” კიდევ 19 შემთხვევა გამოვლინდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები