საქართველოში “ომიკრონის” შტამით ინფიცირების კიდევ 19 შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ “ფორტუნას” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია “ომიკრონით” ინფიცირების 48 შემთხვევა.
შეგახსენებთ, საქართველოში აღნიშნული შტამი პირველად, 20 დეკემბერს გამოვლინდა.
კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა გუშინ.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში “ომიკრონის” 29 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
დღეს კი დამატებით 19 შემთხვევა გამოვლინდა.