LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალილოსთან” დაკავშირებით თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

130
229721961

დღეს, 14:00 საათიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაგეგმილია ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა ალილო, რის გამოც თბილისში 14:00 საათიდან, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.

საქართველის კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება“, – აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

პატრიარქის კურთხევით აღდგენილი ტრადიციას 20 წელი უსრულდება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

ილია მეორე: ყველაფერი უნდა ვუთხრათ უფალსა, უფალი შეისმენს ვედრებასა ჩვენსა

"დალოცვილი და გახარებული იყავით ორსავე სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები