LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ქვეყნის ევრო-ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ – ჩუგოშვილი კრიტიკოსებს მიმართავს

169
10562623-10152224738893148-7700167028258566283-o

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკუთარ ხედვა შემოგვთავაზა. მოდელი, რომელიც მანამდე ცნობილი უცხოელი მკვლევარების სტატიებში იდეის დონეზე განიხილებოდა, ამჯერად ანდერს ფოგ რასმუსენმა გააქტიურა. საუბარია მექანიზმზე, რომელიც გულისხმობს, რომ ორგანიზაციის მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის პირობის შესახებ დროებით არ ამოქმედდება ოკუპირებულ რეგიონებში და მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.

საკითხს ბოლო დღეებში არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა არათუ პოლიტიკოსების , თავად საზოგადოების მხრიდან.

საგარეო უწყება რასმუსენის განცხადებაზე: მისი მოსაზრება არ ნიშნავს, რომ საკითხი სახელმძღვანელოა

თემას ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქართული ოცნების წევრი თამარ ჩუგოშვილი

გთავაზობთ მის სტატუსს:

,,დღის ბოლოს პირველად მოვიცალე ფბში შემოსახედად და აღმოვაჩინე უცნაური აჟიოტაჟი ჩემი განცხადების გარშემო, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, ანუ მთელი ჩვენი ტერიტორიით უნდა გახდეს ნატოს წევრი. ასევე, რომ ქვეყნის მთავარი მიზანია, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ ორივე მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზები პარტნიორებთან ერთად უნდა ვეძებოთ.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ, შოკისმომგვრელი ამ განცხადების რომელი ნაწილია და განსაკუთრებით ის ხალხი რატომ ილანძღება ოკუპაციას რომ ებრძვის.

ამ ქვეყნის ევრო-ინტეგრაციისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ და თავისუფალი დრო თუ ბევრი გაქვთ, პრობლემები სადაც მართლა არის იქეთ მიმართეთ ენერგია.

თუ უსაგნო ლანძღვა გგვრით სიამოვნებას, არც ეგაა პრობლემა, შეგიძლიათ გააგრძელოთ” – წერს ჩუგოშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები