LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამაღამ, კლუბში “ხიდი” ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება – კლუბები მუშაობას დროებით აჩერებენ

88
1

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ღამის კლუბებმა დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ინფორმაციას ამის შესახებ კლუბები “ხიდი” და “ბასიანი” “ფეისბუქის” საკუთარ გვერდებზე ავრცელებენ.

როგორც “ხიდის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანარჩენ კლუბებთან ერთად უმძიმესი, დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს და ამაღამ, კლუბში ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება:

“ამაღამ კლუბში KHIDI ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელშიც კლუბების წვლილი მინიმალურია, არ გვაძლევს თავაწეულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საშუალებას.

22-თვიანი უმძიმესი პაუზის შემდეგ, მხოლოდ სამი კვირის მანძილზე შევძელით მუშაობა, ისიც უდიდესი წნეხის ფონზე.

ამ სამი კვირის განმავლობაში ვიჩენდით მაღალ პასუხისმგებლობას და ზედმიწევნით ვიცავდით გამკაცრებულ კარის პოლიტიკას, კლუბის სტუმრებისთვის უსაფრთხო სივრცეში მოსახვედრად.

ყველაფრის მიუხედავად, დანარჩენ კლუბებთან ერთად მივიღეთ უმძიმესი, დახურვის გადაწყვეტილება.

კლუბების დახურვით გამოწვეული სიმძიმე პირველივე დღეებში იჩენს თავს და მძიმედ დააწვება ელექტრონული მუსიკის წამყვან არტისტებს, სფეროს პროფესიონალებსა და რიგით თანამშრომლებს, რომელთაც კვლავ გაურკვეველი დროით წაერთმევათ შემოსავალი და განვითარების საშუალება.

ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს კვირებში პიკს მიღწეული ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად დაიწყებს უკუსვლას და ჩვენ, არაუგვიანეს მარტის დასაწყისისა, კვლავ გავხსნით კლუბის კარს და აღარ დავკეტავთ”, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ბასიანის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ BASSIANI/HOROOM-ის მიმდინარე კვირას დაგეგმილი 14 და 15 იანვრის საკლუბო ღამეები ამ ეტაპზე იქნება ბოლო წვეულებები, რომელიც მათ სივრცეში გაიმართება:

“BASSIANI/HOROOM-ის მიმდინარე კვირას დაგეგმილი 14 და 15 იანვრის საკლუბო ღამეები: BASSIANI x HERRENSAUNA: CEM // MCMLXXXV // SALOME // IKA // USHERENKO და HOROOM NIGHTS #47: TOGETHER BACK ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე იქნება ბოლო წვეულებები, რომელიც ჩვენს სივრცეში გაიმართება.

სამწუხაროდ, შემდეგი პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს დაველოდოთ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შტამის, “ომიკრონი”  გავრცელების დინამიკას და მის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, ქმედით საშუალებებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო თვეების დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით მივიღოთ.

BASSIANI/HOROOM ყოველთვის იდგა პასუხისმგებლობის მქონე, ზრუნვასა და უსაფრთხო სივრცის იდეაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ამ იდეის მნიშვნელობა გააზრებული აქვს კლუბის ერთგულ სტუმრებსა და გულშემატკივრებს.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შევხვდებით”, – აღნიშნულია “ბასიანის” ფეისბუქმიმართვაში.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აქამდე არსებული შეთანხმებითა და რეგულაციებით, 14-15 იანვარს მუშაობას აგრძელებენ.

კლუბების გაერთიანება: აქამდე არსებული შეთანხმებითა და რეგულაციებით, 14-15 იანვარს მუშაობას ვაგრძელებთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები