LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ამას ველოდი… ეს ყველაფერი არის აბსურდი” – მალხაზ მაჩალიკაშვილის პირველი კომენტარი

108
Capture

“ამას ველოდი და ვიცოდი. დღეს შეწყდეს გამოძიება ახალი რა ითქვა. ეს ყველაფერი არის აბსურდი” – ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მისი შვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ელოდა და რეალურად გამოძიება არც არასდროს დაწყებულა.

“ამ ორი წლის განმავლობაში ყოველთვის იყო მცდელობა როგორმე დაედანაშაულებინათ თემირლან მაჩალიკაშვილი, მაგრამ არ გამოსდიოდათ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საზოგადოების თვალში დამნაშავედ გამოეყვანათ ის, ეჩვენებინათ, რომ თავად მოიქცნენ სწორად. კითხვა მაქვს, იყო როდისმე დაწყებული გამოძიება? არა, გამოძიება არ ყოფილა დაწყებული, უბრალოდ მათ უნდოდათ გაემართლებინათ თავიანთი ჩადენილი დანაშაული, მე უნდა მებრძოლა რომ დამემტკიცებინა იტყუებოდნენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ. მე ამას ველოდი და ვიცოდი. ეს ყველაფერი არის აბსურდი”,- აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე გამოძიება მხოლოდ ფორმალობა იყო.

“რაც კეთდებოდა იყო ფორმალობა. მათი სიბინძურე ამოტივტივდება. ქართველებს აჯერებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარით უწევდა წინააღმდეგობას სპეცრაზმელებს, ამით ყველაფერია ნათქვამი… მოკლულია თემირლანი თავის საწოლში. ხელყუმბარა შემოიტანეს. დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა ეს დანაშაული და ამ ყველაფერზე ჩვენ გავცეთ პასუხს”, – ამბობს მაჩალიკაშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა – საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში

შეგახსნებთ, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა. მათი ინფორმაციით, დადასტურდა რომ არცერთ მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები