LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკელებმა მომიტაცეს, როგორც უნიჭიერესი გოგო და უნდოდათ ჩემი ზომბირება“ – მარგარიტა სიმონიანი

12733
margarita-simoniani

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი ამერიკაში სწავლის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ შტატებში მისი ზომბირება უნდოდათ:

,,მე თავად ვსწავლობდი ამერიკულ პროგრამაზე, რომელიც უდიდესი ფულით ფინანსდება. დიახ, ორჯერ ვიყავი მათი მოსწავლე. ანუ შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკელებმა მომიტაცეს, როგორც უნიჭიერესი გოგო და უნდოდათ ჩემი ზომბირება. მათი მიზანია, შეცვალონ ნიჭიერი რუსი ახალგაზრდების აზროვნება, საუბარია  რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ხვალ ჩვენს ქვეყანას გამოადგებიან.

ეს ადამიანები ხვალ ორიენტაციას აიღებენ ამერიკაზე და ზუსტად ეს უნდათ მათ, ასეც ხდებოდა, მე 15 წლის წინ წამიყვანე ამერიკაში, ერთი წელი ეძებდნენ ნიჭიერ გოგონებსა და ბიჭებს და მართლაც მოახერხეს. ასეთი პროგრამები ამერიკაში უამრავია“, – იხსენებს მარგარიტა სომინიანი ვლადიმერ სოლოვიოვთან.

„ჩვენ ბიჭებს გაუმარჯოს, რომლებიც იქ, ჩვენს მიწაზე იბრძვიან“ – მარგარიტა სიმონიანი უკრაინაზე

„მარიუპოლში ვლადიმერ სოლოვიოვის დანახვაზე ხალხი გადაირია, აჩერებდნენ, ეხუტებოდნენ“ – მარგარიტა სიმონიანი

„ჩემი სიმპათიური ბიჭი” – მარგარიტა სიმონიანი ვლადიმერ სოლოვიოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები