მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის ყალბ მეგობრობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. რუსული პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტები არ ზოგავენ ენერგიას, რომ ერთმანეთს საქებარი სიტყვები უთხრან და სოციალურ სივრცეში დაწერონ. მაგალითად, სოლოვიოვი სიმონიანს ყველაზე მომხიბვლელს უწოდებს ხოლმე, მის ფრაზებს კი – გენიალურს.
თავის მხრივ, სოლოვიოვზე დაწერა სიმონიანმაც. მან მარიუპოლში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც სოლოვიოვი ხალხს სპეციალური სამხედრო ეკიპირებით ხვდება: „ჩემი სიმპათიური ბიჭი“ – წერს სიმონიანი.
„მაინც მოგერევით ყველას, კბილებით გავგლეჯთ მსოფლიოს“ – ვლადიმერ სოლოვიოვი დასავლეთს ემუქრება
„როგორ ბედავთ დედა რუსეთზე ცუდის თქმას?! იცოდეთ, გაგაშიშვლებთ ყველას“ – მარგარიტა სიმონიანი