LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმონიანი: „კაცობრიობა ვერ მოესწრება დროს, როდესაც აფხაზეთის და რუსეთის გზები გაიყოფა“

162
Untitled design

„კაცობრიობა ვერ მოესწრება იმ დროს, როდესაც აფხაზეთისა და რუსეთის გზები ერთმანეთისგან გაიყოფა“, – ამის შესახებ რუსეთის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში, სტუდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც სიმონიანმა მიმართვის დროს აღნიშნა, რუსეთს და აფხაზეთს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აერთიანებს.

„ჩვენ იმდენი ვიცხოვრეთ ერთად, იმდენი სისხლი დაიღვარა…“, – თქვა სიმონიანმა და აღნიშნა, რომ „აფხაზეთი ყველაზე ლამაზი „ქვეყანაა“, რაც კი ოდესმე უნახავს“.

როგორც რუსული მედია წერს, სტუდენტებთან შეხვედრაზე სიმონიანმა ვრცლად ისაუბრა, თუ რატომ უყვარს აფხაზეთში სტუმრობა:

„მარგარიტა სიმონიანმა აღნიშნა, რომ მისი წინაპრები აფხაზეთში ცხოვრობდნენ და ბავშვობაში ბებიას ბიჭვინთაში ხშირად სტუმრობდა“, – წერს რუსული მედია.

„ენას ვერ ჩამაგდებინებთ“ – მარგარიტა სიმონიანი

მარგარიტა სიმონიანი ამტკიცებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ არ იცის, არსებობს თუ არა გეგმა

„მოდი შევიჭრათ კალიფორნიაში“ – მარგარიტა სიმონიანი რუსეთის ჯარს ახალ გეგმას უდგენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები