31 წლის დეილან მაკლი 2016 წელს შეცდომით დააპატიმრეს. ის პენსილვანიაში მდებარე ერთ–ერთ ბარში დის წამოსაყვანად მივიდა. ბარში ჩხუბი დაიწყო და დეილანმა შეიარაღებული კაცი განაიარაღა. თუმცა, პოლიციას რაღაც შეეშალა და გამშველებელს სროლა დაუწყო. ამერიკელი იძულებული გახდა გაქცეული, თუმცა ის მაინც დააპატირმეს და ციხეში ერთი წელიც გაატარა.

მიუხედავად ყველაფრისა, ავტოსაგზაო შემთხვევას მან გულგრილად ვერ ჩაუარა და პოლიციელი ჯეი ჰანლი სიკვდილს გადაარჩინა.

„არ ვიცი რა დამემართა, ბევრი არ მიფიქრია, აალებულ მანქანასთან მივედი, კარი გავაღე და დაშავებული უსაფრთხო ადგილას გადავიყვანე“ – უთხრა ყოფილმა პატიმარმა ABC–ს.

მაკლის 13 წლის შვილი ყავს და მას ადამიანების დაფასებას და თითოეულ მათგანში ინდივიდუალიზმის პოვნას ასწავლის.

 

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05