LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართველი მოსწავლე ლიზა სადათერაშვილი FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა! – აშშ-ის საელჩო

84
BeFunky-collage - 2022-10-21T001041.336

ქართველი მოსწავლე ლიზა სადათერაშვილი FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ყოველწლიურად ამერიკაში სრული დაფინანსებით სწავლისათვის ამ პროგრამაში მოსახვედრად 22 ქვეყნის 35000-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობს.

ცნობილია, რომ წელს საქართველოს ლიზასთან ერთად 69 მოსწავლე წარმოადგენს.

“ქართველი მოსწავლე ლიზა სადათერაშვილი FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა! ყოველწლიურად ამერიკაში სრული დაფინანსებით სწავლისათვის ამ პროგრამაში მოსახვედრად 22 ქვეყნის 35000-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობს. წელს საქართველოს ლიზასთან ერთად 69 მოსწავლე წარმოადგენს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სიამაყით აღნიშნავს ლიზას მოხალისეობრივ საქმიანობას. ის ეხმარება ცხოველთა თავშესაფარს, ბავშვებს ქართულ ხელოვნებას ასწავლის და საქართველოს შესახებ მასპინძელ ქალაქში მოხსენებებს ატარებს.
გილოცავთ, ლიზა!”, – ნათქვამია ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები