LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება მიმდინარეობს

146
Capture

თბილისში, ამერიკის საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება მიმდინარეობს. სტუმრებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მასპინძლობს.

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ 4 ივლისი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატია არის ხალხის მმართველობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით, რომელიც კანონის უზენაესობის პატივისცემას და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს ეფუძნება.

მიღებაზე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

“ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი დღეა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მყარად დგას აშშ-სთან, ისევე, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან.

“ამ გამოწვევებით სავსე დროს, ჩვენს პარტნიორობასა და ერთიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ, გლობალური მასშტაბითაც. საქართველო მყარად დგას აშშ-სთან, ისევე როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინაიდან კოლექტიურად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს… უსაფრთხოების იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელიც ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას ისახავს მიზნად. და მსურს ჩემი მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები