LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამინდის მკვეთრად გაუარესების გამო ავტომაგისტრალზე ავარია სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა

ავარია ავტობანზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავარია სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც მოძრაობა ნელი სვლით მიმდინარეობს. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

“ავარია ფიქსირდება სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, საბოლო ჯამში ოცზე მეტი ავტომობილია შეჯახებული. ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც მოცურდა მანქანები. ამ ეტაპზე დაშავებულები არ არიან“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

სამი სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული სოფელ რენესთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები