LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე: „რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცულები‘‘

250
3213123-0

„რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცულები‘‘,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 განცხადებით, ბოლო დღეებია, სტაბილიზაციის ძალიან პატარა ნიშნები შეიმჩნევა, მაგრამ ის, რომ დღეს კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი 4000-ს ჩამოსცდა, ჯერ არაფერს ნიშნავს, რადგან რაოდენობა შაბათს და კვირას გარკვეულად იკლებს ხოლმე.

„რაც მეტია შემთხვევათა რაოდენობა, დაახლოებით 1-1.5% სიკვდილიანობაა. ამავე დროს, ეპიდვითარების დასტაბილიზირება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დავიცავთ უკლებლივ ყველა რეკომენდაციებს და რეგულაციებს უმკაცრესად. ეს ნიშნავს, რომ ვატარებთ პირბადეს შინ და გარეთ, ანუ დახურულ და ღია სივრცეებში. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ეს მაინც ირღვევა, გარე სივრცეებშიც არ ატარებენ პირბადეს. მას შემდეგ, რაც ყველა დავიცავთ დისტანციას და ორგანიზებას არ გავუწევთ დიდ წვეულებებს, შეხვედრებს, წავალთ და ყველა ავიცრებით. ყველა უნდა ვეცადოთ, ეს რეკომენდაციები დაცული იყოს, რათა არ დაგვჭირდეს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუ მომდევნო ორ კვირაში სტაბილიზაცია ასე გაგრძელდა, მაშინ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ პიკს თანდათანობით გადის ქვეყანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები