პოლიტიკოსმა შალვა შავგულიძემ პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა.
დოკუმენტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის კანონპროექტის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, განცხადებები გაკეთდა, რომ პარლამენტში უმრავლესობის შემუშავებული კანონპროექტის პარალელურად ოპოზიციის ალტერნატიული პროექტიც დარეგისტრირდებოდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირები, დღეს ოპოზიციაში კიდევ ერთხელ იმსჯელეს, რის შემდეგაც ალტერნატიული კანონპროექტის დარეგისტრირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.
პარლამენტს კი, 2019 წლის 19-20 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტის განხილვა მოუწევს. კანონპროექტების ინიცირება მომავალი კვირის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.