LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

82
an 22

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

დიდუბე- ჩუღურეთის რაიონის დეპუტატობის კანდიდატის შსს-ში დაბარების მიზეზი, საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი ინციდენტი გახდა.

დოლიძემ 14 აგვისტოს მასზე განხორციელებული მუქარის ფაქტებზე ისაუბრა. დოლიძის თქმით, 13 აგვისტოს, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მას ძალადობით დაემუქრნენ. როგორც დოლიძე აღნიშნავს, მას აგრესიული ჯგუფები ეუბნებოდნენ, რომ ხალხთან შეხვედრის უფლებას არ მისცემდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები