LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა გაბეჩავა გამოკითხვის შემდეგ: “კითხვები არ დასმულა, ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს”

1378
BeFunky-collage (2)

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, წვეულების ორგანიზატორი ანა გაბეჩავა თითქმის ექვსი საათის განმავლობაში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც გაბეჩავამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების მხრიდან მის მიმართ კითხვები ამ ეტაპზე არ დასმულა.

“კითხვები არ დასმულა. ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს,”- თქვა გაბეჩავამ.

ადვოკატის ლიკა ბითაძის განცხადებით, კონკრეტულად რა გითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ვერ ისაუბრებს.

“უბრალოდ, გეტყვით, რომ დამატებითი გამოკითხვა ამ ეტაპზე არ ჩატარებულა.სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარდა სოციალური ქსელის შემოწმება, თავიდან ბოლომდე დათვალიერება. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს იყო. კითხვები არ დასმულა არაფერი,“ – აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ანა გაბეჩავას ამ საქმის სხვა ფიგურანტებთან მიმოწერა, ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ისაუბრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები