LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მსხვილმა ამერიკულმა აქციონერმა დატოვა

128
anaklia2

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა “კონტი-ჯგუფმა” დატოვა. ინფორმაციას სააგენტო accentnews.ge ავრცელებს. 

მიზეზად პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები სახელდება, რომლის ფარგლებშიც მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება.

სრული მხარდაჭერაა ანაკლიის კონსორციუმის მიმართ - მამუკა ბახტაძე

ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას გავაკეთებთ ანაკლიის კონსორციუმისადმი, რომ ეს პროექტი დასრულდეს წარმატებით.

ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან, 7-ზე შეთანხმება შედგა. დარჩა მხოლოდ ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევას ეხება.

ინვესტორი ბანკები ითხოვენ, “სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან”, თუმცა ამ პუნქტს საქართველოს მთავრობა არ თანხმდება.

ცნობისთვის, ამერიკული “კონტი” ჯგუფი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g