LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირგასამტეხლოს გადახდაც მოუწევს და პროექტის დაბრუნებაც – მთავრობა ახალ ინვესტორს მოძებნის

135
69992506-621230108284887-4851883383011147776-o

საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც.

მაია ცქიტიშვილი არ ასახელებს რა თანხას შეადგენს, რომელიც ამ დროისთვის პირგასამტეხლოდ უნდა ჩაითვალოს, თუმცა აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 10 მილიონი დოლარის ფარგლებში შესაბამისი დანიშნულების თანხა უკვე აპატია.

„პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით ნაპატიებია 10 მილიონ დოლარზე მეტი, რაც უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით, კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, ამ მისი ანაზრაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები იქნება დაწყებული. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება. ბუნებრივია, უნდა მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნება სახელმწიფოსთვის. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს“, – აცხადებს მინისტრი.

ნათია თურნავა ანაკლიაზე: ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ჰაერივით სჭირდება

საქართველოს მთავრობა კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძებნას იწყებს. მინისტრის თქმით, ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის და  უფრო ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიების პროცესი მალევე დაიწყება.

“ანაკლიის პორტის პროექტი ეკუთვნის სახელმწიფოს, ის არ ეკუთვნის არც ერთ კერძო ინვესტორს. უშუალოდ სახელმწიფო იყო ამ პროექტის განხორციელების ინიციატორი, სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტის განხორციელებაზე ჯერ კიდევ 2014 წელს და მაშინ, როდესაც ამ საინვესტიციო ხელშეკრულების შედეგად, 2020 წლის ბოლოსთვის უკვე უნდა გვქონოდა ოპერირებაში პორტი, როგორც ხედავთ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ეს შედეგი ვერ მივიღეთ და ამის პერსპექტივაც არ ჩანს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამით არის განპირობებული ამ კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის და უფრო სერიოზული, უფრო ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიების პროცესში შესვლა, რომელიც უზრუნველყოფს იმ შედეგს, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება. ეს პორტი საქართველოს სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ახალი პარტნიორის ძიებას იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს სწრაფად და მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g