LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

42
ბიბილოვი და ბჟანია

ოკუპირებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, „აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე“ ანატოლი ბიბილოვს „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა და „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვე დახვდნენ.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ბიბილოვს სადღეგრძელოც უთქვამს და აღუნიშნავს, რომ „შესანიშნავ აფხაზურ მიწას“ უსურვებს კეთილდღეობას და „ღმერთმა ქნას, რომ აფხაზ ხალხს მხოლოდ გამარჯვებები ჰქონდეს“.

ცნობისთვის, ანატოლი ბიბილოვი დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას  30 სექტემბერს შეხვდება და მონაწილეობას „აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის“ აღნიშვნაში მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები