LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას გენადი ბესტაევის შეწყალების შესახებ

154
Captureსაბნხდსცხ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს 53 წლის მოქალაქის გენადი ბესტაევის შეწყალების შესახებ. ინფორმაციას მედია ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში, წერია, რომ ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში ე.წ. რესპუბლიკის “სახელმწიფო საზღვრის” უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათივე ცნობით, შეწყალების გადაწყვეტილება მისი ავადმყოფობის გამო იქნა მიღებული.

ოკუპირებულ ცხინვალის მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესი მიმდინარეობს: სუსი

პოპულალურები