LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჟელიკა ვარუმი სოფიკო ჭიაურელის საფლავზე იჯდა ჩუმად, ცრემლები მოსდიოდა… ვკითხე იცნობდა თუ არა და არაო, უბრალოდ ძალიან მიყვარსო… მახსოვს გულში როგორ ვამაყობდი: სტეფანე მღებრიშვილი

1416
სტეფანე - ანჟელიკა

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც რუსი მომღერლის საქართველოში ჩამოსვლის დროს მოხდა. როგორც სტეფანე წერს, „საქართველოს ომამდე, მაშინ როდესაც ასე დაძაბული არ იყო რუსეთთან ურთიერთობები, ანჟელიკა ვარუმი საქართველოში კონცერტისთვის ჩამოვიდა, თუმცა კონცერტამდე სოფიკო ჭიაურელის საფლავზე ყვავილები მიიტანა, ნახევარი საათი იჯდა და ტიროდა“.

სტეფანე მღებრიშვილის კითხვაზე, იცნობდა თუ არა სოფიკო ჭიაურელს, ანჟელიკა ვარუმმა უარი უპასუხა და განმარტა, რომ „უბრალოდ ძალიან უყვარდა სოფიკო ჭიაურელი“.

„ერთხელ მახსოვს, კორპორატიულ საღამოზე დაგვიკვეთეს ანჟელიკა ვარუმის კონცერტი მაშინ ძალიან პოპულარული იყო.. საქართველოს ომამდე. ჯერ არ იყო ესე დაძაბული ურთიერთობები რუსეთთან (რამდენიმე თვეში მოხდა ომი).

ხო და რომ ჩამოვიდა, საღამომდე უნდა მოწესრიგებულიყო, დრო არ ქონდა და გვთხოვა პანთეონში მიგვეყვანა, სოფიკო ჭიაურელის საფლავზე ყვავილების მიტანა უნდოდა.

გავუჩერეთ კოლმეურნეობაზე, თვითონ იყიდა ყვავილები, მივედით პანთეონში… იჯდა ნახევარი საათი ესე ჩუმად და ცრემლებიც მოსდიოდა…

როცა ვკითხე, იცნობდა თუ არა.., არაო, არც არასდროს შევხედრილვარო… უბრალოდ ძალიან მიყვარსო…

თითქოს ისეთი არაფერი ისტორიაა, მაგრამ მახსოვს გულში როგორ ვამაყობდი“, – წერს სტეფანე მღებრიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g