LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეა ბოჩელიმ კორონავირუსი დაამარცხა

261
safe-image

სულ  ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ იტალიელმა მომღერალმა კორონავირუსი გადაიტანა, ვირუსისგან კი მარტის ბოლოს გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ბოჩელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

https://www.facebook.com/andreabocelli/posts/3597433526936511

როგორც ჩანს, აქამდე დიაგნოზი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე არ გასაჯაროვა.

„პანდემია, რომელმაც მსოფლიო შეარყია, მაგრამ ჩემს ოჯახსაც შეეხო, იმდენად იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ მარტის ბოლოს სრულად გამოჯანმრთელებულები ვიყავით“. – წერს ანდრეა

შეგახსენებთ, 12 აპრილს, კათოლიკური აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე იტალიელი ხალხი მილანის საკათედრო ტაძრიდან ლეგენდარულმა იტალიელმა მომღერალმა ანდრეა ბოჩელიმ გაამხნევა. ბოჩელის სიმღერა ცარიელ ტაძარში ლოცვას ჰგავდა, რომელმაც ყველა ერის, რელიგიისა და რასის ადამიანი გააერთიანა.

ანდრეა ბოჩელის ლაივ-კონცერტმა "მუსიკა იმედისთვის" კლასიკური მუსიკის ისტორიაში ყველაზე მეტი ნახვა დააგროვა

იტალიელი მაესტროს ლაივ-კონცერტს ,,მუსიკა იმედისთვის”, რომელიც კათოლიკურ აღდგომას მილანის კათედრალურ ტაძარში ჩატარდა, პირდაპირ ეთერში თვალი 2.8 მლნ-მა ადამიანმა ადევნა, კონცერტის ჩანაწერმა კი ,,იუთუბზე” პირველივე დღეს 30 მილიონი ნახვა დააგროვა. ამ მაჩვენებლით ,,გრემის” ხუთგზის ნომინანტმა ანდრეა ბოჩელიმ მსოფლიო კლასიკური მუსიკის რეკორდი მოხსნა. კლასიკური მუსიკის ისტორიაში არც ერთ კონცერტს აქამდე ამხელა აუდიტორია არ ჰყოლია. მილანის დუომოში ბოჩელიმ […]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები