LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტი სააღდგომო ონლაინმსახურებას ჩაატარებს

106
99882c67d6be583e45f9555bbdc15fe6-fitted-740x1500

ორშაბათს, 12 აპრილს კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, რელიგიური მსახურებები შეწყვეტილია, თუმცა, ჰიპ-ჰოპ არტისტმა, კანიე უესტმა გამოსავალი იპოვა. რეპერი აპირებს, სააღდგომო მსახურება ონლაინრეჟიმში ჩაატაროს. ის ტელემქადაგებელ ჯოელ ოსტინთან გაერთიანდა, რომელიც ლოს-ანჯელესში გამოვა და იქადაგებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მერაია ქერიც მიიღებს, მომღერალი კომპოზიცია Hero-ს შეასრულებს, რომელიც მედიცინის მუშაკებს მიეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ კათოლიკური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მილანის ისტორიული ტაძრიდან, ანდრეა ბოჩელი „იუთუბის“ პირდაპირ ეთერში ჩაერთვება და კონცერტს გამართავს.

შეგახსენებთ, კანიე უესტი რელიგიური განცხადებებით ცნობილია, მას რელიგიური მსახურება არერთხელ წაუყვანია. გასულ წელს კი არტისტი ქალ და მამაკაც პატიმრებს შეხვდა და ამაღლვებელი პერფორმანსი შესთავაზა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები