LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი: ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ, სადებატო არაფერი გვაქვს

62
ანრი ოხანაშვილი

„ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა დეპუტატების: ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძისა და ელენე ხოშტარიას შეთავაზებას, ხელისუფლების საჯარო დებატებში მიწვევასთან დაკავშირებით, იმის ასახსნელად თუ რა პრობლემას ხედავენ ევროპელები 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ისინი იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტებისგან საერთო ჰონორარები მიიღონ.

„2023 წლის ბოლოს შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს“ - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში თვლიან, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა ჰქონდა, რათა 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად.“

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი ოკუპანტებისგან იღებს ფულს და ამას ეძახიან ჰონორარს. როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტებისგან საერთო ჰონორარები მიიღონ, მაგრამ რაზეც არ უნდა გაერთიანდნენ, ისინი მათ გარშემო ხალხს და საზოგადოებას ვერ გააერთიანებენ.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სად გადის მათი ინტერესები. აქედან გამომდინარე, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. მთავარია, მათ გარშემო საზოგადოება არ გაერთიანდება.“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

პოპულარულები