LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკი არეშიძე გირჩევთ, როგორ ჩაიცვათ ახალი წლის ღამეს (ვიდეო)

1065
anuki-areshidze-news3435

„რუსთავი 2“-ის ეთერში დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ისაუბრა იმის შესახებ, რა ტენდენციებია აქტუალური ახალი წლის ღამისთვის და როგორ უნდა გამოვეწყოთ დღესასწაულზე.

ანუკი არეშიძე:

ჩემი ყველაზე დიდი რჩევაა, რომ პირველ რიგში, უნდა მოირგოთ ის, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობთ და გიხდებათ. წითელი არის მთავარ როლში, ჟოლოსფერი, შავი. აუცილებელია, გავიკეთოთ დეტალი, რომელიც ბზინვარეა ან მთლიანად კაბაც შეიძლება იყოს მბზინავი.

თუ გვაცვია შუა წვივზე კაბა, მას მოუხდებოდა ოთხ ან ექვსსანტიმეტრიან ქუსლზე ფეხსაცმელი, შარვალს მამაკაცური სტილის ფეხსაცმელიც მოუხდება და მაღალქუსლიანიც ისე, რომ ქუსლი არ ჩანდეს. თუ მოკლე კაბას ანიჭებთ უპირატესობას, მუხლამდე, მაშინ აუცილებელია 9-11 სანტიმეტრიანი ქუსლი. მიუხედავად დეკემბრის სიცივისა, თუკი თითები გამოჩნდება ფეხსაცმელში, ძალიან ლამაზი იქნება.

2020 წლის ტრენდები როგორია?

ყველაფერია მოდაში, არაფერი აღარ არის ჩარჩოში. მოდაში არის ის, რაც გვიხდება და გვინდა, რომ გვეცვას.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/484810208810325/?v=484810208810325

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g