ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.
გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.
2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
2020 წელს კი დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“ (1980), „შავი შაშვი ჩიოდა“ (1988).