LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აქცია და მიტინგი არ აგცდებათ, არ თქვათ, რომ არ გაგაფრთხილეთ” – შალვა ნათელაშვილი საშვების მქონე პირების სიას ითხოვს

413
shalva-taxi-drivers

“საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი მიმართავს ქვეყნის პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნით – გამოქვეყნდეს სასწრაფოდ  ავტომობილით მოძრაობის უფლების მქონე პირთა სრული სია. შალვა ნათელაშვილი აფრთხილებს მთავრობას მოსალოდნელი საპროტესტო აქციების შესახებ და განმარტავს, რომ ვერანაირი საგანგებო მდგომარეობა ვერ შეაკავებს სახლში გამოკეტილ მშიერ ხალხს. მან ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

“გახარია-ივანიშვილის საყურადღებოდ! საკმარისია ავტომობილებით გადაადგილებაზე არსებული აკრძალვა დატოვოთ ძალაში, როდესაც ოცნებაღაა საჭესთან ამხედრებული,ხალხი კი ქუჩაში მისავათებული და არ აგცდებათ აქცი-მიტინგები. ვერავითარი საგანგებო მდგომარეობა სახლებში გამოკეტილ მშიერ ხალხს ვეღარ გააჩერებს. არ თქვათ,რომ არ გაგაფრთხილეთ ან არ დაიწყოთ მტკიცება პროტესტების ბუენოს-აირესიდან დაორგანიზებაზე. გამოქვეყნდეს სასწრაფოდ სრული სია ვის მიეცა ავტოსტრადებზე გრიალის უფლება და რატომ!? სულ ერთია ამ სიებს მერე მაინც ამოვიღებთ”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

რაც შეეხება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, მთავრობის გადაწყვეტილებით არსებული შეზღუდვები 10 მაისამდე გაგრძელდება. ინიციატივას პარლამენტმა ხვალ კენჭი უნდა უყაროს. წინასწარ ცნობილია, რომ სამთავრობო უმრავლესობა კენჭისყრაზე საგანგებო ბდგომარეობის გახანგრძლივებას დაეთანხმება, ოპოზიცია კი მხარს არ დაუჭერს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ანტიკრიზისულ გეგმას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები