LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საჭიროა, პარლამენტმა გამოაცხადოს თვითდაშლა, დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა.. დარჩენილ კვირებში ეს თუ მოხერხდება ევროკავშირში წინსვლას ვერაფერი შეაჩერებს“ – შალვა ნათელაშვილი 

132
შალვა მზა

„საჭიროა, პარლამენტმა გამოაცხადოს თვითდაშლა, დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს. დარჩენილ კვირებში ეს თუ მოხერხდება, ევროკავშირის მიმართულებით წინსვლას ვერაფერი დაუდგება,“ – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიდრე ოლიგარქის აჩრდილი ტრიალებს ხელისუფლების სიახლოვეს, არავითარი ევროპერსპექტივა ჩვენს ქვეყანას არ ექნება.

რამდენიმე კვირა დარჩა ვითარების გამოსასწორებლად, რათა კომპასი გასწორდეს.

ამისთვის საჭიროა,  ოლიგარქმა დაშალოს თავისი კრიმინალური პარტია, „ქართული ოცნება“ და თავად ივანიშვილმა ფიზიკურად დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

ამას თუ არ გააკეთებენ, ივანიშვილი და მისი ხროვა პირადად აგებენ პასუხს მორალის, პოლიტიკის, მომავლისა და სისხლის სამართლის კოდექსის წინაშე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები