LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე მიმავალ “ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეს და მასთან მყოფ პირებს თავს დაესხნენ – წერეთელი

112
1

“ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ვახტანგ ქებაძეს თავს დაესხნენ. იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. როდესაც სამართალდამცავი უწყების რეაგირებაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ პოლიცია ადგილზე ძალიან გვიან მივიდა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა.

წერეთელი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, ამ საგანგაშო ძალადობრივ ფაქტზე რეაგირება მოახდინონ, სხვა შემთხვევაში კი, მისი თქმით, ნეგატიური ფონი გაგრძელდება:

“მინდა გამოვეხმაურო და შევაფასო გუშინდელი ფაქტი, მხედველობაში მაქვს ძალადობა იმ ადამინების მიმართ, ვინც აქციაზე წასვლას აპირებდა.

ასეთი ფაქტები იყო სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებული აქტივობა იყო რუსთავში. ჩვენ ადამიანების ამოცნობის შემდეგ, ნათლად დავინახეთ, რომ ეს ადამიანები ძირითადად დასაქმებულები არიან მუნიციპალურ სამსახურებში, მერიაში, სიპებსა და აიპებში, რომლებიც დღეს ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოძალადე ჯგუფების წევრებად გადააქცია.

“ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვახტანგ ქებაძეს თავს დაესხნენ, იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. როდესაც სამართალდამცავი უწყების რეაგირებაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ პოლიცია ძალიან გვიან მივიდა ადგილზე. ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს რომ ასე გადადგომოდნენ წინ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ, დღეს ყველა იქნებოდა დაკავებული და ზომაზე მეტი სასჯელი დაემუქრებოდათ მათ.

როგორც ვიცით, ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი არ ხდება, არც მოკვლევაა დაწყებული, მით უმეტეს, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაზე, ახლა ჩვენ ვიმყოფებით შუაგულ კამპანიაში, მეორე ტურები წინაა და ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების დაორგანიზება არის საგანგაშო. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, მოახდინონ რეაგირება ამ საგანგაშო ძალადობრივ ფაქტზე, სხვა შემთხვევაში, ეს ნეგატიური ფონი გაგრძელდება.” – თქვა წერეთელმა.

მომხდარზე ისაუბრა თავად “ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ქებაძემ და განაცხადა, რომ მანქანას კვერცხები და ცოცხები დაუშინეს, მათ თავდამსხმელები ამოიცნეს და ისინი “ქართული ოცნების” აქტივისტები იყვნენ:

“გუშინ მოვემგზავრებოდი თბილისისკენ, გაჩერებულები ვიყავით რუსთავის გამოსასვლელთან, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად. გზის მეორე მხრიდან დაიძრა 50-70-მდე ადამიანი, რომელმაც მოგვაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მანქანას დაუშინეს კვერცხები და ცოცხები, ჩვენ ამოვიცანით მათი ვინაობა, ესენი იყვნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, მათ შორის იყო გიორგი თაბუკაშვილი ზედმეტსახელად “დოღრიალა”, რომელიც კოორდინირებას უწევდა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებას.” – თქვა ქებაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები