LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საელჩო: პრაღაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი

187
14211312_prague-shooting-5-img

პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი. ინფორმაციას პრაღაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“დღეს, ქ. პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე!

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო – პრაღაში სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია ათი ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 25-ს აღწევს. ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი განეიტრალებულია.იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები