LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქედან უნდა წავიდე! მეტი აღარ შემიძლია… მერე გახდება სანატრელი ეკა! უი, უი ეს მოღალატეო, იტყვიან – მიდის თუ არა ეკა კვალიაშვილი რუსეთში

6154
ეკა კვალიაშვილი

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, საქართველოში არავინ აფასებს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, თავისი სათქმელი სხვაგან თქვას.

„მე პირადად, აქედან უნდა წავიდე! მეტი აღარ შემიძლია… 200 0000000 პროექტი და იდეა მაქვს, მაქვს ნიჭი, მაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გავაკეთო ჩემი საქმე, გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის?

მაგრამ, წლები გავიდა, და კიდევ გადის, რას ველოდო? სანამ მთლიანად დამაავადებენ და მერე, ოღონდაც უი, საწყალიო ათქმევინე და თან ჩამოგყვებიან, მთავარია მიწაში იწვე!!

არაა, მე ჩემს სიტყვას ვიტყვი, სხვაგან… და მერე გახდება სანატრელი ეკა! უი, უი ეს მოღალატეოო, აქ რას მიკეთებდაო, ხოდა არაფერს, ვერაფერს, აქაურ მენტალიტეტს კარგად ვიცნობ, ამიტომ წავედი, თავს უნდა მივხედო, – სამშობლო დედის ძუძუი-ო, აღარაა დედაჩემი ცოცხალი, შესაბამისად, გერი გამოვდექი, ხოდა სადაც დამაფასებს, სამყარო იქ ვიცხოვრებ“! – წერს ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში.

ეკა კვალიაშვილს ფაისბუქმეგობრები წერენ, რომ იმედია, რუსეთში წასვლას არ გეგმავს, რაზეც მომღერალი პასუხობს:

„სად წავალ მაართლა არავის საქმეა, რადგან მე ასე მესმის, მაგრამ რუსეთი არ არის ჩემი ქვეყანა, ყოფილი საბჭოეთის ყველა ქვეყანა მიუღებია ჩემთვის, მეყო, ვსიო!!!“.- წერს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g