LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული, იქ ჭამა-სმა” – ამირან გამყრელიძე

320
amiran-gamkhrelidze-1-e1584467445215

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რეკომენდაციებს საპატრიარქოსთან შეათანხმებენ.

ამის შესახებ გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა აღდგომა მოკრძალებულად აღნიშნონ.

“გარკვეული რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით იქნება, მაგრამ ეს წინასწარ ყველაფერი უნდა შეთანხმდეს საპატრიარქოსთან. რაც შეეხება ბრწყინვალე შვიდეულს, აღდგომის შემდგომ დღეებს, აქაც გასაგებია, რომ იქნება მოწოდება, რომ არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული, იქ ჭამა-სმა, მოკრძალებულად გავაკეთოთ, გავიდეთ, ჩვენს მიცვალებულებს ვცეთ პატივი ისე, როგორც გვეკადრება პანდემიის პერიოდში.”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყანაში იწყება მესამე ტალღა – ამირან გამყრელიძე

“დიდი რისკია იმისა, რომ დაიწყოს საყოველთაო გავრცელება, შეიძლება შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში” – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელება ქვეყანაში 50%-დან 70%-მდეა – ამირან გამყრელიძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g