LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის საჭირო ზედმეტი თავპატიჟი, პარლამენტში ან შედიხარ, ან არ შედიხარ და მორჩა! – გოცირიძე

64
რომან გოცირიძე

“რას ვწვალობთ საყვარელი ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით, ნაწილ-ნაწილ რომ აჭრის სიბრალულის გამო და ვერ ხვდება, რომ მეტ ტკივილს აყენებს? არაა საჭირო ზედმეტი თავპატიჟი. ან შედიხარ, ან არ შედიხარ და მორჩა!” – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე და ამბობს, რომ საზოგადოებას მობეზრდა პოლიტიკოსების მსჯელობა – შევიდნენ თუ არა პარლამენტში.

როგორც გოცირიძე ამბობს, ყველამ დაინახა, რომ ქათველ პოლიტიკოსებს უცხოელების ჩართულობის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ, ქვეყანას კი თავისუფლად სიარული ჯერაც არ შეუძლია:

“ქვეყანა ნახევარი წელიწადია დაპაუზებულია. ვის აინტერესებს ან ეკონომიკური გასაჭირი ან პანდემია. ნახევარი წელიწადია ყველა საშუალება, რომლითაც იყურება, რომლითაც ისმინება, რომლითაც იწერება ერთსა და იმავე ამბავს ყვება, ერთი და იმავე ადამიანების მონაწილეობით. ამოუვიდა ხალხს ყელში ოციოდე სახის ყოველდღიური ყურება და იმაზე ზეემოციური მსჯელობა, “შევიდეთ თუ არ შევიდეთ”.

უცხოელების გარეშე გადაწყვეტილებების მიღება რომ არ შეგვიძლია, ეს კარგად დავინახეთ. რას ვიზამთ, ახალშობილი სახელმწიფო ვართ, სხვისი დახმარების გარეშე თავისუფლად სიარული რომ ჯერაც არ შეგვიძლია. გაგვიშვებენ ხელს (ამ ხელში ფინანსური მხარდაჭერაც იგულისხმება) – მოვიტეხავთ კისერს. თითქოს მორჩა ერთი ისტორია. შევათანხმდით რაღაცაზე. ისევ უცხოელების მოწოდება და ახალი “ფასილიტაციაა” საჭირო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ?

იმდენი ელექტროენეგია დაიხარჯა ამ ამბის გაშუქებაში, ორი ნამახვანი არ ეყოფოდა. რას ვწვალობთ საყვარელი ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით, ნაწილ-ნაწილ რომ აჭრის სიბრალულის გამო და ვერ ხვდება, რომ მეტ ტკივილს აყენებს?
არაა საჭირო ზედმეტი თავპატიჟი. ან შედიხარ, ან არ შედიხარ და მორჩა!” – წერს “ფეისბუქში” გოცირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები