LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: „საქსტატის“ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა – „ოცნების“ პირობებში ქვეყანა დაიცალა და თუკი ასე გაგრძელდება ქვეყანაში არც სამუშაო ძალა გვექნება და არც ადამიანი დარჩება, რომელიც ქვეყანას დაიცავს“

115
რომან გოცირიძე

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ „საქსტატის“ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა – რომ წარმოვიდგინოთ, 2012 წლიდან დღემდე, ბათუმი და ქუთაისი საქართველოს რუკიდან გაქრა“, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც მიგრაციის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა.

როგორც დეპუტატმა ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა დაიცალა და თუკი ასე გაგრძელდება ქვეყანაში არც სამუშაო ძალა გვექნება და არც ადამიანი დარჩება, რომელიც თუნდაც უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანას დაიცავს.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა. ველოდით, რომ ქვეყანა იცლებოდა, გარბოდა ხალხი უმუშევრობისა და უამრავი სხვა პრობლემის გამო, მაგრამ ის რიცხვები, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.

საქსტატი: ემიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 95.6 %-ით გაიზარდა

2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

გასულ წელს საქართველო დატოვა 163 480-მა ჩვენმა მოქალაქემ. თუ არ არის კატასტროფა, რა უნდა ვუწოდოთ ამას?! ამავე პერიოდში დაბრუნდა 92 000 ჩვენი მოქალაქე და უარყოფითმა სალდომ შეადგინა 72 000 კაცი, მაშინ როდესაც შარშან უარყოფითი სალდო იყო 46 000, შარშან წინ 40 000. 2012 წლიდან დღემდე საქართველო დატოვა 943 000-მა ჩვენა მოქალაქემ.

უკან დაბრუნდა 626 000 და უარყოფითმა სალდომ შეადგინა 316 000. ანუ, 2012 წლიდან დღემდე რომ წარმოვიდგინოთ, ბათუმი და ქუთაისი გაქრა საქართველოს რუკიდან. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანა დაიცალა.

რომან გოცირიძე: „კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა – თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა, არ შეიცვალა ვითარება და მთავრობა, ქვეყანა დაიცლება და დავადგებით გადაშენების გზას“

თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანაში არც სამუშაო ძალა გვექნება და არც ადამიანი, რომელიც თუნდაც უსაფრთხოების კუთხით ქვეყანას დაიცავს. გამოსავალი არის ერთი რამ – ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. გვაქვს ამის შანსი. დარჩა 5-6 თვე და არჩევნების გზით უნდა მოვიცილოთ ის რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა“. – განაცხადა გოცირიძემ.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

პოპულალურები